понедельник, 3 ноября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი ტრენინგი დასრულდა. წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიო. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. კმაყოფილი ვარ, რომ ცოდნა გავიღრმავე. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ინტელისა და ბატონი  დავითის მიმართ. 

суббота, 1 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  ყველამ  ვიმუშავეთ პორტფოლიოს სრულყოფაზე. ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, თითქოს გული მწყდება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ცოდნა  გავიღრმავე. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი დავითის მოთმინების უნარის,  სიმშვიდისა და გულისხმიერების  შესახებ. დიდი მადლობა მას ამისათვის. ვისურვებდი, რომ ბევრი ტრენერი გვყავდეს ასეთი პიროვნული თვისებების მქონე.

суббота, 25 октября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო თემისათვის საჭირო მასალაზე. ვისწავლეთ საპრეზენტაციო პროგრამა- Power Point-ში პრტეზენტაციის მომზადება და დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის მომზადება. ვისწავლეთ პრეზენტაციის დროს ჩვენთვის საჭირო ფაილების მიმაგრება .

воскресенье, 19 октября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა დრაივში, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შევავსეთ სასწავლო პროექტში შეფასების დროის ჩარჩო.

суббота, 18 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

 დღეს განვიხილეთ ჩვენი შექმნილი ბუკლეტები. განვიხილეთ  დრაივი  და  ვიმუშავეთ  მასში.  შევქმენით  პორტფოლიო და გავაზიარეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე. საკმაოდ კარგი შესაძლებლობები ჰქონია დრაივს. ვფიქრობ, რომ შემდეგი ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და ბევრ ახალ ინფორმაციას მივიღებ.

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 12 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე და ბუკლეტის დამზადებაზე.  შევარჩიე ჩემი  პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები და  ბუკლეტის ფორმა.