დღეს ჩვენი ტრენინგი დასრულდა. წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიო. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. კმაყოფილი ვარ, რომ ცოდნა გავიღრმავე. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ინტელისა და ბატონი დავითის მიმართ.
понедельник, 3 ноября 2014 г.
суббота, 1 ноября 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს ყველამ ვიმუშავეთ პორტფოლიოს სრულყოფაზე. ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, თითქოს გული მწყდება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ცოდნა გავიღრმავე. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი დავითის მოთმინების უნარის, სიმშვიდისა და გულისხმიერების შესახებ. დიდი მადლობა მას ამისათვის. ვისურვებდი, რომ ბევრი ტრენერი გვყავდეს ასეთი პიროვნული თვისებების მქონე.
суббота, 25 октября 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო თემისათვის საჭირო მასალაზე. ვისწავლეთ საპრეზენტაციო პროგრამა- Power Point-ში პრტეზენტაციის მომზადება და დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის მომზადება. ვისწავლეთ პრეზენტაციის დროს ჩვენთვის საჭირო ფაილების მიმაგრება .
воскресенье, 19 октября 2014 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ მუშაობა დრაივში, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შევავსეთ სასწავლო პროექტში შეფასების დროის ჩარჩო.
суббота, 18 октября 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ჩვენი შექმნილი ბუკლეტები. განვიხილეთ დრაივი და ვიმუშავეთ მასში. შევქმენით პორტფოლიო და გავაზიარეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე. საკმაოდ კარგი შესაძლებლობები ჰქონია დრაივს. ვფიქრობ, რომ შემდეგი ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და ბევრ ახალ ინფორმაციას მივიღებ.
воскресенье, 12 октября 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე და ბუკლეტის დამზადებაზე. შევარჩიე ჩემი პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები და ბუკლეტის ფორმა.
суббота, 11 октября 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. გავაგრძელეთ პროექტზე და ბლოგზე მუშაობა. სამუშაო თანდათან უფრო საინტერესო ხდება.
воскресенье, 28 сентября 2014 г.
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
გავეცანი ტრენინგის შინაარსს. შევთანხმდით სამუშაო წესებზე . შვქმენი ჩემი ბლოგი. მივიღე დავალება, ვიფიქრო პროექტის თემაზე . იმედი მაქვს თემის შერჩევა არ გამიჭირდება.
მეორე დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა თვისი სავარაუდო თემა. ვიმსჯელეთ ამ თემების ირგვლივ, მივიღეთ შენიშვნები,რჩევები. დიდი მადლობა ამისათვის ბატონ დავითს! კიდევ მადლობა იმისათვის , რომ მუშაობას ძალიან გვიადვილებს იმდენად საინტერესოდ და გასაგებად გვაწვდის ინფორმაციას .
მეორე დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა თვისი სავარაუდო თემა. ვიმსჯელეთ ამ თემების ირგვლივ, მივიღეთ შენიშვნები,რჩევები. დიდი მადლობა ამისათვის ბატონ დავითს! კიდევ მადლობა იმისათვის , რომ მუშაობას ძალიან გვიადვილებს იმდენად საინტერესოდ და გასაგებად გვაწვდის ინფორმაციას .
Подписаться на:
Сообщения (Atom)